Friday, October 6, 2017

საქართველო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში

1. პროექტის  სახელწოდება: საქართველო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში.  გეორგიევსკის ტრაქტატი.  
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლემ შეძლოს ისტორიული დროის  გაგება და ეპოქის განცდა, პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა, კვლევა, არგუმენტირება, ლოგიკური დასკვნის გამოტანა; ისტორიულ ეპოქებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.
3.
პროექტის აქტუალობ: პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები შეიმეცნებენ ტრაქტატის საფუძველზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებს, ისტორიული წარსულის მაგალითების საფუძველზე საღად იმსჯელებენ დღევანდელი ურთიერთობების შესახებ და წარმოადგენენ თავიანთ თვალთახედვას ამ ურთიერთობების გაუმჯობესების  გზების შესახებ.
4. პროექტის  მიზნები: მოსწავლეები გაეცვნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს,  ახსნან საგარეო ფაქტორის გავლენა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, იმსჯელონ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი შედეგების შესახებ, შეძლონ გადაწყვეტილების მიგნება, წარმოადგინონ ეპოქის სიძნელეები და საკუთარი თვალთახედვა დღევანდელი ურთიერთობების გადასახედიდან.
5. მონაწილეთა  ასაკი:  16  წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ერეკლე მეორის დიპლომატიური ნაბიჯის შეფასება,  უფროსკლასელ მოსწავლეთა გამოკითხვის მასალები ტრაქტატის დადების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.  კედლის გაზეთის გამოშვება შინაარსით „ გზა შეზღუდული სუვერენიტეტიდან სახელმწიფოებრიობის გაუქმებამდე.“
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რუკა,თვალსაჩინოებები, ალტერნატიული სახელმძღვანელოები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები,  ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“, ცალკეულ მკვლევართა წყაროები, ინტერნეტმასალები, პროექტორი
9. პროექტის  .მსვლელობა (ძირითადიაქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად და მივცემ დავალებებს. პროექტის პრეზენტაციას დავუთმობ 2 საგაკვეთილო საათს.
პირველი დღე-  გამოვიყენებ გონებრივ იერიშს და მივმართავ მოსწავლეებს-რატომ აირჩიეს საპროექტო თემად გეორგიევსკის ტრაქტატი.  წინარე ცოდნის გახსენების მიზნით დავუსვამ კითხვებს. პირველი ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. იქნება შეკითხვები აუდიტორიიდან.
მეორე დღე-  მეორე ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას გეორგიევსკის ხელშეკრულების შესახებ. პროექტორის საშუალებით აჩვენებენ ხელშეკრულების რატიფიცირებულ დოკუმენტს და ხელმომწერ მხარეებს. წყაროს საფუძველზე წარმოადგენენ ცხრილს, რომლის ერთ მხარეზე ჩამოწერენ ტრაქტატით ქართლ-კახეთისათვის სასარგებლო პირობებს, ხოლო მეორე მხარეს აღნიშნავენ იმ პუნქტებს, რომლებიც ქართლ-კახეთის სუვერენიტატისათვის საფრთხის შემცველად ეჩვენებათ.
მესამე ჯგუფი წარმოადგენს სხვადასხვა მკვლევართა თვალსაზრისს გეორგიევსკის ტრაქტატზე და ერეკლე მეფის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. გამოთქვამენ საკუთარ თვალსაზრისს.  გაიმართება დისკუსია:სწორი იყო თუ არა ერეკლეს დიპლომატიური ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობაში. რას ურჩევდი მეფე ერეკლეს კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მისი თანამედროვე და მასთანდაახლოებული პირი რომ ყოფილიყავი.
10.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი: ქართულთან
1
1. პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ანა  ჯანიაშვილი.
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  ANAJANIASHVILI55@GMAIL.COM
13. პროექტისვებგვერდი/ბლოგი: 

Monday, October 2, 2017

რთბელი ნინოწმინდაში

ლამაზია    სოფელი ნინოწმინდა    ოქტომბერში